აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თურქმენეთის პრეზიდენტმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, გმირთა მოედანზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.

დღესვე, დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან. ასევე, მხარეები თანამშრომლობის საკითხებს გაფართოებულ ფორმატშიც განიხილავენ.

თურქმენეთის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....