საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ”ქართული ოცნების” ყრილობას დაესწრება, თუცმა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ოფიციალური ინფორმაციით, ყრილობის მოსაწვევები მიიღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა.
”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რიგით მე-4 ყრილობას დღეს, 16:00 საათზე გამართავს. ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე წარდგენილია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.
პარტიულ ყრილობაზე ”ქართულმა ოცნებამ” დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიწვია.