პატრიარქმა დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში თამარობის დღესასწაულთან დაკაშირებით პარაკლისი გადაიხადა და ტაძარში შეკრებილებს თამარობა მიულოცა.
პატრიარქის განცხადებით, წმინდა თამარ მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია და სასულიერო პირებს, პატრიარქს მიმართა. სამღვდელოებისა და ხალხის განსჯა მისგან დაეწყოთ:
„თქვენ იცით, რომ თამარ მეფე ორჯერ ეკურთხა მეფედ. ჯერ მამის დროს, მერე მამის გარდაცვალების შემდეგ. მისი პირველი ბრძანება იყო: გახსენით საუნჯენი, დაურიგეთ გაჭირვებულ ხალხსო. თამარ მეფე დღესაც მფარველობს საქართველოს და საქართველოს ეკლესიას. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს“, – ბრძანა უწმინდესმა.