შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მოსიყვარულე მამა? ორ კვირაში პირველი ოპერაციიდან, კიევში რომ გაიქცა, საქმე მიფუჭდებაო, ერთადერთი საჩუქარი პლანშეტი წაართვა მწოლიარე ბავშვს და შემოგვითვალა, რომც მოკვდეს, არ დამირეკოთო? ეს მოსიყვარულე მამა ელოდება? ევას მამა არ ჰყავს!” – წერს შორენა ბეგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე ამჟამად თურქეთში გადის მკურნალობის კურსს.