ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დამკრძალავი ბიუროების მეპატრონეებმა 112-ის წინ აქცია გამართეს

 

დამკრძალავი ბიუროების მეპატრონეებმა დღეს აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მხრიდან სარიტუალო მომსახურების შეთავაზებას აპროტესტებენ. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს

ისინი სარიტუალო მომსახურების სფეროში არალეგალურ ფაქტებზე საუბრობენ და გადასახადების გვერდის ავლით, უკანონო მოქმედებებზე მიუთითებენ.

აქციის მონაწილეები კანონდარღვევაში თბილისის გამგეობებსაც ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ მომსახურების მიღების მსურველებს სოციალურად დაუცველებად არეგისტრირებენ და მათ დამატებით თანხებს ართმევენ.

იტვირთბა....