აშშ-ის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანის ჰორმოზგანის პროვინციაში რამდენიმე ხიდი დაზიანდა, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული ხიდების უმეტესობა იმ მარშრუტებზე მდებარეობს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბანდარ-აბასს უკავშირდება. ქალაქში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ბაზაა განთავსებული.
მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანდარ აბასში რკინიგზის კვანძი დაზიანდა. ირანის ენერგეტიკის სამინისტრომ ცნობით კი, ბანდარ აბასსა და მიმდებარე სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.
ირანული სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

