27 წლის ნიკოლა ტორპმა, რომელიც სამსახურიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებაზე უარის გამო გაათავისუფლეს, პეტიცია მოამზადა, რომელსაც 48 საათში უკვე 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, 25 დეკემბერს ტორპი კომპანია Portico- ში დროებით სამსახურში მდივნად მოეწყო, თუმცა უფროსმა უთხრა, რომ ვერ შეუდგებოდა სამუშაოს დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით. ტორპმა უარი განაცხადა 5-10 სანტიმეტრიანი ქუსლის ტარებაზე და იკითხა, აიძულებდნენ თუ არა კომპანიის მამაკაც თანამშრომლებსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას. უფროსს გაეცინა და გოგონა სამსახურიდან დაითხოვა.
ტორპის განცხადებით, ასეთი საქციელი ქალთა უფლებების დარღვევა და სექსიზმია. მან გადაწყვიტა, მოემზადებინა პეტიცია სამსახურში ქალებისთვის მაღალქუსლიანი ფეხსამლის ტარების აუცილებლობის წინააღმდეგ.
ბრიტანეთის კანონმდებლობით, კომპანიებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ დრეს-კოდი.
პეტიციის შემდეგ, კომპანია Portico-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ შეიცვალეს აზრი დ ახლა კოლეგა ქალბატონებს უფლება ექნებათ, თავად გადაწყიტონ, ატარონ თუ არა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
გამომდინარე იქიდან, რომ პეტიციას უკვე 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია, ის განიხილოს.