ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მეტრონომის“ გამოკითხვა: ნატო თუ ევრაზიული კავშირი? – რომელს ირჩევს მოსახლეობა (ვიდეო)

ბოლო დროს, საქართველოში ქვეყნის საგარეო კურსი დიდი განხილვის საგანი გახდა. 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას, „ქართული ოცნება“ ყველა შეხვედრაზე აფიქსირებდა მისი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ პლატფორმას. ისინი პრო-დასავლურ კურსზე აკეთებდნენ აქცენტს. 4 წლის შემდეგ, გამოჩნდა მმართველი პარტიის ერთ-ერთი წევრი თამაზ მეჭიაური, რომელმაც განაცხადა, რომ ის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს:

„თუ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ბლოკი და მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა საფრთხეს შეუქმნის ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მის დაცულობას, მე უარს ვიტყვი ნებისმიერზე, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს ის,“ – აღნიშნა მეჭიაურმა.

მეჭიაურის ხმაურიან განცხადებას სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან და თავად მმართველი გუნდიდანაც საპასუხო განცხადებები მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ის „ქართული ოცნების“ ლიდერი გახდება, ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის იმ კურზე, რომელიც პარტიას აქვს არჩეული, ეჭვი ეპარებათ, გუნდში არ გააჩერებს. ის გაემიჯნა მეჭიაურის განცხადებას და განაცხადა, რომ მისი და მმართველი გუნდის კურსი პრო-დასავლურია და ამ გზიდან გადახვევას ისინი არ აპირებენ.

„მეტრონომი“ დაინტერესდა – რომელს ირჩევს მოსახლეობა, ნატო-ს თუ ევრაზიულ კავშირს. ქუჩის გამოკითხვა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, აჩვენებს, რომ გამოკითხული 100 მოქალაქიდან, უმრავლესობა – 80% მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, 10%-ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, ხოლო დანარჩენ 10%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....