სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუგდიდი-თბილისის ავტობუსი გაქურდეს, – ამის შესახებ “ნიუპოსტი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ ქალბატონს 500 ლარის ოდენობის ნაყიდი ტანსაცმელი მოპარეს, მეორე ქალბატონს კი ძვირადღირებული ნოუთბუქი. დაკარგულია ასევე ერთ-ერთი მგზავრის საფულე. მგზავრები მძღოლს ადანაშუალებენ, რადგან მძღოლს ჩართული არ ჰქონდა განათება ავტობუსში, რა დროსაც, მგზავრების თქმით, ქურდობა მოხდა.
შეტყობინებისთანავე ადგილზე პოლიცია დროულად გამოცხადდა. ,,ნიუპოსტის” ინფორმაციით, დაზარალებულებს დაკარგული ნივთები მელვე დაუბრუნეს.