ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაგოდეხში დაკარგული 3 ახალგაზრდის მშობლები დახმარებას პრემიერს თხოვენ

5 თვის წინ ლაგოდეხის რაიონში დაკარგული სამი ახალგაზრდა მამაკაცის მშობელი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 4 ადამიანზე ვიზების გაკეთებას ითხოვს. მშობლები აცხადებენ, რომ სოფელში სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია, ამიტომ სოფლის მოსახლეობას სურვილი აქვს დაკარგულები საკუთარი ძალებით მოძებნოს.

ისინი დღეს ამ მოთხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. ასევე დაკარგული ახალგაზრდას მშობლებმა მთავრობის კანცელარიაში განცხადებაც შეიტანეს პრემიერ-მინისტრის სახელზე და მას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეხუთე თვეა, რაც სალაშქროდ წასული 3 ადამიანი დაკარგულია.  მათთან ერთად მყოფმა ერთმა პირმა სახლში დაბრუნება შეძლო. დაკარგულების ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთაში მყოფ პირებს საკმარისი საკვები და შესაბამისი აღჭურვილობა იმისათვის, რომ სახლებში დაბრუნებულიყვნენ, არ ჰქონდათ.

იტვირთბა....