საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
”შეხვედრაზე განხილული იყო რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში, ვისაუბრეთ საარჩევნო პროცედურების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით არჩევნების თარიღის თაობაზე და არჩევნების თარიღი არის უცვლელი – 8 ოქტომბერი.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, აქაც მივედით კონსენსუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში”. – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.