1- მენტალიტეტი
ბავშვობაში მეგობრის სახლში ხშირად დავხტოდით დივანზე, ძალიან გვახარებდა მტვერი რომ ასდიოდა დივანს და ა. შ. 20 წლის შემდეგ ისევ ვესტუმრე მეგობარს და ისევ ის დივანი დამხვდა რომელიც ასე გვახარებდა, მაგრამ ეხლა უკვე სხვა თვალთ შევხედე, შევძრწუნდი ამ სიღარიბით და უბადრუკი საცხოვრებელი პირობებით.გონებაში ვითვლიდი რა დაჯდებოდა ახალი დივანის შეძენა, შეცვლა ძველი დამტვერილი სკამების, სარკის, რომელიც გატეხილი იყო და შოკოლადის შესაფუთი ქაღალდით იყო დაწებებული და ა. შ.
იქნებ ფულის პრობლემაა?- ვიფიქრე, მაგრამ ტვინი მეწინააღმდეგებოდა და მთავაზობდა მეყიდა მაგიდისთვის ხისფერი დასაკრავი ქაღალდი და გამეახლებინა ის. სადაც არ უნდა გამეხედა ყველაგან რაღაცა იყო გატეხილი ან მოშლილი, მტვერი, ჭუჭყი. გონებამ მკითხა: „ როგორ გგონია , რატომ არის სიღარიბის გვერდით ყოველთვის ჭუჭყი?
მეც გეკითხებით თქვენ ამას:- რატომ?
ჭუჭყი ეს არის არა უფულობის არამედ მენტალიტეტის გამოხატულება, რადგან ჭუჭყი და სიღარიბე მეზობლები არიან, სიღარიბე თავისებური მენტალიტეტია.
2- სიხარბე
სკოლაში შესანიშნავი ლიტერატურის მასწავლებელი მყავდა, მან ერთხელ ერთი ფრაზა წარმოთქვა, რომელიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. ვიღაცამ ჰკითხა: – რა არის სიხარბე? მან უპასუხა: – სიხარბე არის, როდესაც წყალს სვამ ძველი გაცრეცილი ჭიქით და ახალი სერვანტში გიდგას.
ბევრ სახლში არის მიღებული, როცა ფულს ინახავენ შავი დღისთვის, ნათელი დღისთვის კი ჭიქა კარადაში უდევთ, მაგრამ ნათელი დღეები იშვიათად დგება, შავით კი ივსება მთელი ცხოვრება. ვინც მომავლის მოლოდინშია, ის მისთვის არასოდეს დგება.
მე მივხვდი, რომ სირცხვილია იყო ღარიბი, ჭუჭყიანი, სირცხვილია თავში არეულობა გქონდეს, რომელიც აუცილებლად აისახება შენს საცხოვრებელზეც და შენი შვილების მენტალიტეტზეც გადმოდის. მომავლის მოლოდინში ცხოვრებას ნგრევამდე მივყავართ.
3- კონკიას კომპლექსი
ერთი ქალი ვიცი, რომელიც 20 წლის განმავლობაში აგარაკის საყიდელ თანხას აგროვებდა. ეს ქალი მარტო ზრდიდა ორ ქალიშვილს. გოგოები ნახევრად მშივრები იზრდებოდნენ. უფროსმა გოგომ მომიყვა, თუ როგორ ერიდებოდა ეზოში ძველი ველვეტის შარვლით გასვლა რომელსაც მუხლები გაცვეთილი ჰქონდა. გოგონა იზრდებოდა და გოგონასთან ერთად თითქოს მისი შარვალიც იზრდებოდა.
დედამ როგორც იქნა იყიდა აგარაკი, მაგრამ გოგონებს სართოდ არ ჰქონდათ ინტერესი მისდამი, სამაგიეროდ ხშირად საყვედურობდნენ დედას, რომ მან მათ არ ასწავლა რას ნიშნავს იყო ქალი. გოგონებს ჩამოუყალიბდათ კონკიას კომპლექსი, უკვე ზრდასრულებს ეშინოდათ საკუთარ თავზე ფულის დახარჯვა. როდესაც რამეს ყიდულობდნენ, ხასიათი უფუჭდებოდათ, თითქოს ახალი ნივთებისთვის არ მიაჩნდათ ღირსად თავი. ამას უკვე ჰქვია გენეტიკური სიღარიბე, ის უკვე გონებაშია, სისხლშია, ძვლებში და უჯრედებშია გამჯდარი. შიში იმისა , რომ საკუთარ თავზე ფული დახარჯოთ – ღარიბად გაქცევთ.
4- პროგრამირება.
ბავშვები, რომლებიც ხედავენ გაცვეთილ კედლებს და ა. შ. ქვეცნობიერად სიღარიბეზე პროგრამირდებიან. უკვე მოზრდილ ასაკში აცნობიერებენ მის სიმძიმეს. ჯერ კიდევ ა. ჩეხოვი აღნიშნავდა, რომ „ გაცვეთილი კედლები და ჭუჭყიანი დერეფნები უარყოფითად მოქმედებენ სტუდენტის სწავლის დონეზე“.
სიღარიბე, ჭუჭყი, უბადრუკი ინვენტარი ოთახში და ა. შ. ადამიანს აპროგრამირებს იყოს წარუმატებელი. თქვენ შესაძლოა შემეწინააღმდეგოთ, რომ სიღარიბისადმი სიძულვილი ადამიანს სტიმულს აძლევს რათა გამოიმუშაოს მეტი ფული. მე გიპასუხებთ: – უმეტესობა ადამიანებისა ტყდება სიღარიბის ტვირთის ქვეშ.
წყარო: ნ. გრეისის წიგნიდან „გრეისის კანონები“