ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ „ბოლო დღეებში ვაშინგტონმა ირანის ახალი რაკეტების შესახებ მკაფიო გაფრთხილება მიიღო“.
ინფორმაციას გამოცემა „ირნა“ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს
მოჰსენ რეზაის განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკურ ომს სპარსეთის ყურის პერიმეტრზე საზღვაო აკრძალვით დაუპირისპირდებიან.
მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო ხომალდებისა და ბაზების მიმართ ოპერაციული მზაობა ფუნდამენტურად განახლდება.
ცნობისთვის, მანამდე ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა აშშ გააფრთხილა, რომ ირანის ნავთობისა და გაზის აქტივებზე ნებისმიერი თავდასხმა საპასუხო ნაბიჯს გამოიწვევს.

