ამერიკელი სტუმრების წასვლისა და დროებითი ზავის ამოწურვისთანავე ოკუპანტებმა კიევზე თავდასხმები განაახლეს. გასულ ღამეს საცხოვრებელ რაიონებზე დარტყმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10-მდე დაშავდა. მათი ნაწილი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. თავდასხმების ადგილებზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია როგორც კერძო საცხოვრებელი სახლები, ისე კორპუსები და საწყობები. უკრაინის დედაქალაქში მთელი ღამე საჰაერო განგაში მოქმედებდა.

