გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებამ მისი პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ საფუძვლიანად შეარყია და აჩვენა, რომ პარტიაში სერიოზული გადაფასების საჭიროება დადგა, – ინფორმაციას The Guardian-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ – ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა“, – განაცხადა მერცმა.
მედიის ინფორმაციით, მერცმა დღეს პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია, რათა განეხილათ, როგორ უპასუხონ საქსონია-ანჰალტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

