საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური. ანაკლიას ე.წ. ლენდ-ლორდ მოდელით ვავითარებთ, რაც აბალანსებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესებს და ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას. პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს. საწყისი წლიური გამტარუნარიანობით არანაკლებ 600 000 TEU და დაახლოებით 10 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი. პროექტში სახელმწიფო 700 მილიონ ამერიკულ დოლარს დააბანდებს. კერძო სექტორის ინვესტიციებით კი ეს ციფრი 1,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს” – თქვა ქვრივიშვილმა ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

