აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ პუტინს აცნობეს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია – კირილ ბუდანოვი

ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ პუტინს აცნობეს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, წინადადება, როგორც საჰაერო დარტყმების, ასევე ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ითვალისწინებდა.

„დრონები დაფრინავენ. თქვენ ეს ყველაფერი ნახეთ“, – განუცხადა ბუდანოვმა ჟურნალისტებს.

ასევე, ბუდანოვმა დაადასტურა, რომ ხვალ, 6 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში ჩავლენ.

იტვირთბა....