როგორც რუსული მედია იუწყება, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩაფრიდნენ.
მედიის განცხადებაში ნათქვამია, რომ უიტკოფსა და კუშნერს ვნუკოვოს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა.
მოსალოდნელია, რომ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავენ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ხვალ უკვე უკრაინაში ვიზიტს გეგმავენ.

