აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დიპლომატიის მიმართ არანაირი საფრთხე არ არსებობს და არც იქნება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსებმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„ნათელია, რომ აეროპორტებზე რუსეთის ეს დარტყმები იმ მოლაპარაკებებსა და მზადებაზე რეაქციაა, რომელიც უკრაინაში აშშ-ის წარმომადგენლების ჩამოფრენას და კიევის ან ბორისპოლის აეროპორტებში დაშვებას უკავშირდება. რუსულ-ირანული „შაჰედები“ ამერიკული დიპლომატიის საპასუხოდ“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა მოსკოვის ამ ნაბიჯს მომავალ კვირას, რუსეთის საჰაერო სივრცეში შესაბამისი ოპერაციით უპასუხებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დიპლომატიის მიმართ არანაირი საფრთხე არ არსებობს და არც იქნება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

იტვირთბა....