აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საქართველოში ჯამში, 88 035 ჰექტარი ფართობის 4 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება

საქართველოში 88 035 ჰექტარი ფართობის 4 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება, – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

როგორც გეგმაშია აღნიშნული, შემუშავდება ახალი კანონპროექტი, რომლითაც იქმნება ახალი დაცული ტერიტორიები: 3 ეროვნული პარკი და 1 აღკვეთილი.

კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში 49 623 ჰა-ზე იქმნება „მყინვარის ეროვნული პარკი“, ლენტეხის მუნიციპლაიტეტში 20 392 ჰა-ზე „ლენტეხის ეროვნული პარკი“, ცაგერის მუნიციპალიტეტში 15 737 ჰა-ზე „ლეჩხუმის ეროვნული პარკი“, 2 283 ჰა-ზე „ხვამლის აღკვეთილი“.

„კანონპროექტით გათვალისწინებულია 10 ახალი ბუნების ძეგლის შექმნაც. კერძოდ: ცაგერის მუნიციპალიტეტში 32.6 ჰა-ზე „საირმის სვეტების ბუნების ძეგლი“, 0,35-ჰა-ზე „ღვირიშას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“ და 1.7ჰა-ზე „რაჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“; მესტიის მუნიციპალიტეტში: „წანერის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“, „ტვიბერის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“, „ლეირაყის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“, „ლათაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“, „უშბის (შდუგრას) ბუნების ძეგლი“, „ლთნარის ტბის ბუნების ძეგლი“ და „ნამყვამის ტბის ბუნების ძეგლი“.

ზემოთ აღნიშნული დაცული ტერიტორიებისათვის განკუთვნილი ტერიტორიები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. კანონით განსაზღვრულ ტერიტორიზე გავრცელებულია 61 ძუძუმწოვრის სახეობა, საქართველოს ფარგლებში მობუდარი ფრინველის 155 სახეობა, ქვეწარმავლის 15 სახეობა, ამფიბიის 9 სახეობა და სხვა,“ – ნათქვამია გეგმაში.

იტვირთბა....