აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, უკრაინის თავდასხმები რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე გლობალური ენერგეტიკული შოკის და საწვავზე ფასების ზრდის ერთ-ერთ მთავარი მიზეზია.
„ჩვენ ამჟამად ენერგეტიკულ შოკს განვიცდით, რაც გამოწვეულია როგორც უკრაინაში ომის გამო – იმიტომ, რომ უკრაინამ გადაწყვიტა, რომ სურს რუსული ენერგეტიკულ აქტივებსა და ნავთობ პროდუქტებზე დარტყმების მიყენება, რაც გლობალურ დონეზე ფასების ზრდაზე ზეწოლას ქმნის – ასევე ირანის ირგვლივ არსებული კონფლიქტის გამო“, – აღნიშნა ბესენტმა.
შეგახსენებთ, სკოტ ბესენტი რამდენიმე დღის წინ, „დიდი ოცეულის“ მინისტერიალის ფარგლებში, რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა.

