მაიამის საერთაშორისო აეროპორტში 33 წლის მამაკაცის ხუმრობა რეალურ პრობლემად იქცა. მამაკაცი კუბაში მიმავალ რეისზე ასვლას აპირებდა, როდესაც ავიაკომპანიის თანამშრომელმა ბარგში საშიში ნივთების არსებობის შესახებ სტანდარტული კითხვა დაუსვა.
მამაკაცმა მოულოდნელად უპასუხა: „არა, მაგრამ ბომბი მაქვს.“
მიუხედავად იმისა, რომ მალევე განმარტა, ხუმრობდა, აეროპორტის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. მისი ბარგი სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა შეამოწმა, თუმცა ბომბი ან სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.
გევარა-კრესპოსი ადგილზე დააკავეს. მას ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად, რაც შტატის კანონმდებლობით მძიმე დანაშაულად ითვლება.
მამაკაცი 1 სექტემბერს სასამართლოს წინაშე წარდგა და გირაო 2 500 დოლარით განესაზღვრა.

