აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

სომხეთში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრებისთვის დააკავეს

სომხეთში ქვეყნის ფინანსთა ყოფილი მინისტრი და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გაგიკ ხაჩატრიანი ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ანტიკორუფციულმა სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ხაჩატრიანისა და მისი შვილის სახლებში, ასევე მათთან აფილირებული 21 კომპანიის ოფისებსა და ფილიალებში ჩატარდა.

ხაჩატრიანი 1-ელ სექტემბერს დააკავეს.

გაგიკ ხაჩატრიანი სომხეთის ფინანსთა მინისტრი 2014-დან 2016 წლამდე იყო – სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს კი 2008-დან 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა.

იტვირთბა....