აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აზერბაიჯანში, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა – განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია

აზერბაიჯანში, გორანბოის რაიონის სოფელ ნიზამის მახლობლად მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა, – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ინციდენტისთანავე, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ძალებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გორანბოის რაიონის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, საჭირო ზომების გატარება დაიწყეს.

„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლები ევაკუირებულები არიან. არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია უწყებების ერთობლივ განცხადებაში.

იტვირთბა....