აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტი დღეს კიევის ოლქის იმ სკოლას ეწვია, რომელიც 2022 წელს რუსული ოკუპაციის დროს სრულად განადგურდა და ახლახან აღდგა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტი დღეს კიევის ოლქის იმ სკოლას ეწვია, რომელიც 2022 წელს რუსული ოკუპაციის დროს სრულად განადგურდა და ახლახან აღდგა.

“დღეს ახალი სასწავლო წლის დასაწყისია. მტრის ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩაეშალა სეზონი, ჩვენმა ბავშვებმა სწავლა დაიწყეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სკოლაში წავიდნენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის ბევრი რამ მომზადდა.

ვულოცავ 1 სექტემბერს ჩვენს პირველკლასელებს, ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მთელ ჩვენს სახელმწიფოს.

კიევის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში, რომელიც მას შემდეგ აღვადგინეთ, რაც რუსებმა 2022 წელს ის სრულად გაანადგურეს, მოსწავლეებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას ვესაუბრე. მადლობას ვუხდი სკოლის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. მადლობა მშობლებს, რომლებიც საჰაერო განგაშებისა და რუსული თავდასხმების მიუხედავად, უკრაინაში რჩებიან და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა სახლში, უკრაინაში ისწავლონ.” – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....