აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

2026 წლის პირველ ათ თვეში ევროკავშირმა არქტიკიდან მიღებულ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 8.7 მილიარდ ევრომდე დახარჯა, რაც 21%-ით აღემატება 2025 წლისთვის ნავარაუდევ მთლიან დანახარჯს – „ევრონიუსი“

ევროკავშირი კვლავ რჩება რუსეთის ერთ-ერთი მთავარი არქტიკული გაზის პროექტ „იამალის“ მილსადენის მთავარ მომხმარებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გარემოს დაცვის კამპანიის ჯგუფ Urgewald-ის ანალიზის თანახმად, 2026 წლის პირველ ათ თვეში ევროკავშირმა არქტიკიდან მიღებულ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) დაახლოებით 8,7 მილიარდი ევრო დახარჯა, რაც 21 პროცენტით აღემატება 2025 წლისთვის ნავარაუდევ მთლიან დანახარჯს.

„ევრონიუსის“ თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი 2027 წლის პირველი იანვრიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას გეგმავს, ევროპელი მყიდველები მოსკოვს კვლავ უზრუნველყოფენ მომგებიანი ბაზრით.

ორგანიზაცია Urgewald-მა გააანალიზა ენერგეტიკული სფეროს საინფორმაციო-ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემები, რომელთა თანახმადაც, იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის პორტებში რუსული პროექტ „იამალიდან“ 12.89 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) შევიდა

იტვირთბა....