“ეს ჯარიმები ბევრი მიზეზით არის გასაუქმებელი – ბიზნესში არ არსებობდა არც ცოდნა და არც გამოცდილება საპენსიო შენატანების დეკლარირების”,- ამის შესახებ Tax&Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი “ფეისბუკ” გვერდზე წერს.
როგორც ის განმარტავს, ბიზნესს პირდაპირ შეცდომებზე მოუწია სწავლა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდა. ამასთან, ზურაბ ძნელაშვილის განმარტებით, არ არსებობდა არც საპენსიო ფონდის და არც სასამართლო პრაქტიკა ამ ტიპის დარღვევაზე რეაგირების, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიების არასწორად დაჯარიმება გამოიწვია. განაგრძე კითხვა

