ირანის მთავრობა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას განიხილავს – როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგია სამთავრობო უწყებებს უნდა გაეთიშოს და არა სამრეწველო საწარმოებს. მისივე თქმით, განიხილება მთავრობის საქმიანობის კონსოლიდაცია და ზამთარში ზოგიერთი სამთავრობო შენობის დახურვა, რათა დაზოგილი ელექტროენერგია წარმოების სექტორს გადაეცეს

