აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ხერსონის თბოელექტროსადგურზე შუქი ჩააქრეთ, ნაძირლებო? ამიერიდან მთელ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უშუქოდ ისხდებით…” – რობერტ მადიარ ბროვდი

“ხერსონის თბოელექტროსადგურზე შუქი ჩააქრეთ, ნაძირლებო? ამიერიდან მთელ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უშუქოდ ისხდებით. დასაწყისისთვის მშვენიერი ციფრია – 26-28 აგვისტოს, სამი დღის განმავლობაში, უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტებმა“ 21 ენერგოკვანძი და ლუგანსკის თბოელექტროსადგური დაამუშავეს. უპილოტო სისტემების ძალების ოპერაცია „ყირიმის ამომრთველი OFF“ – გაიხსნა ფილიალი „აღმოსავლეთი-წინ“. შეეგუეთ ბლექაუთს, მატლებო. როგორც ჩანს, ამ თამაშს ორი თამაშობს. ზამთარი ადრეული და ბნელი იქნება. ყირიმშიც” – წერს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ მადიარ ბროვდი და უკრაინული დრონებით განხორციელებული დარტყმების შესახებ დეტალურ მონაცემებს აქვეყნებს

მადიარის ცნობით, უკრაინული დრონების მიერ “დამუშავებული” ობიექტების სია რუსების 20-ზე მეტ ენერგოობიექტს აერთიანებს. მათ შორის, ანექსირებულ ყირიმში მწყობრიდან გამოვიდა 5 მსხვილი ელექტროქვესადგური და 4 გაზგამანაწილებელი სადგური

დონეცკის ოლქში დარტყმები განხორციელდა 7 ელექტროქვესადგურზე. ლუგანსკის ოლქში გარდა თბოელექტროსადგურისა, განადგურდა „ალჩევსკაიას“ და „ლუგანსკის“ ქვესადგურები. ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი დაზიანდა „გენიჩესკაიას“ და „ტიმოფეევკას“ ქვესადგურები, ასევე 2 გაზგამანაწილებელი ცენტრი. მადიარის ინფორმაციითვე, ივლისიდან დღემდე, ოპერაცია „ყირიმის ამომრთველი OFF“-ის ფარგლებში, უკრაინულმა „ჩიტებმა“ ანექსირებულ ყირიმსა და სხვა რეგიონებში ჯამში 315 ენერგოკვანძი წარმატებით “დაამუშავეს”

იტვირთბა....