მოსკოვის მე-2 დასავლეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს „სამხედრო დეზინფორმაციის“ გავრცელებისა და ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებების ბრალდებით დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც „მედიაზონა“ წერს, საქმე დახურულ რეჟიმში განიხილებოდა, ხოლო განხილვა სულ რაღაც ერთ დღეს გაგრძელდა. ბრალდების მხარე არესტოვიჩისთვის 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ზელენსკის ყოფილი მრჩევლის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი 2022 წლის მარტში გამოქვეყნებული ვიდეო გახდა, სადაც არესტოვიჩი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის წინააღმდეგ ტოტალური სარკინიგზო ომის გაჩაღების მოწოდებით გამოდის. მას ასევე ბრალად დასდეს პუბლიკაცია 2022 წლის აპრილში კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შესახებ. არესტოვიჩმა ზელენსკის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა
იტვირთბა....

