ვლადიმერ პუტინი არ აპირებს ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან.
მანამდე დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმა არ აღელვებს.
„მე მასთან კარგი საუბრები მქონდა და ის ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს. ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, მაგრამ ისინი თავს არ დაესხმებიან“, – აღნიშნა ტრამპმა.

