რუსებმა კიევის ოლქში Нова пошта-ს საწყობები დაბომბეს – ინფორმაციას და ამის ამსახველ კადრებს ადგილობრივი Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ თავდასხმის შედეგად საწარმოო პროცესი შეფერხდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დახურონ ფანჯრები და მოერიდონ ქუჩაში გასვლას. მედია ასევე წერს, რომ კიევის ერთ-ერთ რაიონში თავდასხმების შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში ავტომობილები იწვის

