ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მუსულმანი ქალის წერილი: „მუსულმანო კაცებო, ჩვენი უფლებები გადევთ ვალად“

 

“დიდი ირონიაა იმაში, რომ  მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტი მუსულმანმა ქალმა დააარსა, დღეს კი ბევრ ქალს განათლების უფლება არ აქვს. მაშინ, როცა წინასწარმეტყველი მუჰამედი, ქალთან ერთად ცხენზე ამხედრებული იბრძოდა, ახლა ბევრ ქალს  შინ დარჩენას აიძულებენ და არც ჯირითის საშუალებას აძლევენ”- Independent-მა მუსულმანი ქალის ღია წერილი გამოაქვეყნა:

“ძვირფასო მუსულმანო კაცებო,

ახლაც მახსოვს ის დღე, როდესაც დედაჩემი გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო.

რა იყო მისი მოთხოვნა?  მხოლოდ სივრცე, მეჩეთში სალოცავად. მან კარგად იცოდა, რომ  თავს საფრთხეში იგდებდა, მაგრამ  ხმა მაინც ამოიღო. ეს ცხრა მთას იქით კი არა, არამედ აქვე, დიდ ბრიტანეთში მოხდა.  საზარელი  დანაშაული, რომელიც დედამ ჩაიდინა და რასაც ასეთი სასტიკი პასუხი მოჰყვა, ღვთისგან მონიჭებული უფლებების განხორციელებას გულისხმობდა.

ის უნდა ყოფილიყო საკმარისად ჭკვიანი, იმისათვის, რომ სცოდნოდა  საუკუნეების მანძილზე გამომუშავებულ მამაკაცურ ეგოსთან ვერაფერს გააწყობდა. გამძაფრებული სურვილი  იმისა, რომ ილოცო მეჩეთში, რომელიც მხოლოდ კაცებისთვისაა ღია, ქმნის ღირებულებას შოვინისტებისთვის და სცდება ისლამს.

მეჩეთში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც განცხადების მიხედვით,  საზოგადოებისთვის ღია იყო  ჩვენ კარი  მოგვიკეტეს  და ყვირილი დაიწყეს, როდესაც დედამ თავისი წვლილის შეტანა განიზრახა. არადა, არავის უთქვამს ჩვენთვის, რომ ამ საზოგადოებაში  ქალები არ შედიოდნენ.

პოლიციის ჩარევით, სალოცავად პატარა ადგილი მიგვიჩინეს,  თუმცა მაშინვე ვიგრძენით პათეთიკური  დაშინების ტაქტიკა და აუდიტორიის მზერა.

ვაღიარებ, დიდი ირონიაა იმაში, რომ  მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტი მუსულმანმა ქალმა დააარსა, დღეს კი ბევრ ქალს განათლების უფლება არ აქვს. მაშინ, როცა წინასწარმეტყველი მუჰამედი, ქალთან ერთად ცხენზე ამხედრებული იბრძოდა, ახლა ბევრ ქალს  შინ დარჩენას აიძულებენ და არც ჯირითის საშუალებას აძლევენ; მაშინ როცა ღვთის სახლში, მექაში, ქმართან ხელჩაკიდებული დავდივარ სალოცავად, ბრიტანულ მეჩეთში შესვლის უფლებას არ მაძლევენ…

ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ინტელექტუალურად, სულიერად და სოციალურად თანასწორებს გაცნობიერებული გვაქვს,  თუ როგორი დიდი პარადოქსია ეს ყოველივე.

ჩვენ სასოწარკვეთილნი ვცდილობთ საბედიდწერო  მამაკაცურ ეგოსთან ბრძოლასა და კულტურულ წინააღდმეგობასთან შერკინებას, რათა შევძლოთ ამ  არეულობის დალაგება და ცხოვრება ისე, როგორც ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ისლამის დასაბრუნებლად თქვენი დახმარება გვჭირდება.

სანამ მთელი საზოგადოება ისწავლის საზოგადოების იმ ნახევრის პატივისცემას, რომელიც აჩენს და ზრდის მას, მანამ ადამიანები სოციალური მანკიერებებისგან ვერ განვიკურნებით.

ჩვენ გვტკივა.

გადავიღალეთ.

მაგრამ მე მაქვს იმედი…

რადგან, როგორც ალ გისაიბიმ თქვა „როდესაც ტირილით იღლები, სიმღერას იწყებ“.

მუსულმანო კაცებო, თქვენ ჩვენი უფლებები გადევთ ვალად – ყურანი ასე ამბობს…. არ დაივიწყოთ.

პატივისცემით,

მუსულმანი ქალი”.

 

იტვირთბა....