აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის მაღალჩინოსნებს მოუწოდა, არ გაამწვავონ კონფლიქტი აშშ-ის ნატო-ს მოკავშირეებთან, კერძოდ ესტონეტთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რეტკლიფმა მოსკოვში ვიზიტი ასევე გამოიყენა იმისთვის, რომ რუსეთისთვის მოეწოდებინა, შეამციროს ირანისთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი რამდენჯერმე დაემუქრა ნატო-ს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ. ეს იწვევს ეჭვს, რომ მოსკოვმა შესაძლოა, ახალი, უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგას ჰიბრიდული ომის ფორმით ან შეზღუდული სამხედრო მოქმედებებით ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ.
„მისი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო რუსეთის გაფრთხილება, დაუშვებელია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა, ესკალაცია გამოიწვიოს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ“, – წერს „პოლიტიკო“.

