ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“CIA-ის დირექტორი მოსკოვში ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო”- დონალდ ტრამპი

CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი ნახევრად რუტინულია, შესაძლოა რამე გამოვიდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა რატომ ჩავიდა CIA-ის დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში.

“ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო… არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება”, – განაცხადა ტრამპმა.

მან განაცხადა, რომ აშშ “დაუღალავად მუშაობს” უკრაინაში ომის დასასრულებლად და აღნიშნა, რომ რეტკლიფის მოსკოვში მოგზაურობიდან “შესაძლოა რამე გამოვიდეს”.

იტვირთბა....