უკრაინამ რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში დაარტყა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს საწვავით ამარაგებს – ამის შესახებ ინფორმაცია და ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. როგორც ისინი წერენ, თავდასხმის შემდეგ საწარმოში ხანძარი გაჩნდა და კვამლი მთელ დასახლებაში გავრცელდა.

