რუსეთი ზედიზედ მესამე საჭადრაკო ოლიმპიდას გამოტოვებს. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ [FIDE] „სამარყანდი 2026“-ზე ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობაზე რუს მოჭადრაკეებს უარი უთხრა,
“ჩვენი ეროვნული ნაკრებები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე არ იქნებიან” – განუცხადა რუსულ მედიას რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ ტკაჩოვმა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება FIDE-ს საბჭომ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, ლეგენდარული ინდოელი დიდოსტატის, ვიშვანათან ანანდის ინიციატივით მიიღო. რიგით 46-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 2026 წლის 16-27 სექტემბერს, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაიმართება.

