სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, სედრაკი დააკავეს
იქამდე, ქოჩარიანების საცხოვრებელ სახლებში ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ქოჩარიანების საკუთრებაში, რამდენიმე ათეულ მისამართზე. რობერტ ქოჩარიანის ოფისის ხელმძღვანელის, ბაგრატ მიკოიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი დღეს დილით ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს. სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოძიება კორუფციული ხასიათის დანაშაულებსა და უკანონო გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას [ფულის გათეთრებას] ეხება

