აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“სკოლის დამთავრება და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია” – გივი მიქანაძე 

ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, სკოლის დამთავრება და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს თქვენი შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია, – ამის შესახებ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა მინდა, ვუთხრა თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი მხარდამჭერი იყო და თქვენ გვერდით იდგა.

გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, ახალ შესაძლებლობებს, უამრავ წარმატებასა და გამარჯვებას“, – წერს მიქანაძე.

იტვირთბა....