უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა – ამის შესახებ ინფორმაციასა და კადრებს მოსახლეობაზე დაყრდნობით ადგილობრივი Telegram-არხები ავრცელებენ. წინასწარი მონაცემებით, ამ დრომდე ხანძარია ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. გასულ ღამეს იერიშების შესახებ იუწყებოდნენ როსტოვის ოლქის ნოვოშახტინსკშიც.

