ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ადგილზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს. 

აქციის ორგანიზატორების თქმით, დროშებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საპოლიციო ძალები, ცოტა ხნის წინ, მოქალაქეებს დროშების გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც შეძახილები მოჰყვა. 

ამ დროისთვის, მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მსვლელობით უკრაინის საელჩოდან რუსთაველისკენ მიემართებიან. 

სოლიდარობის აქციას შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. მან შენიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს ვიდეომიმართვაში “გამარჯვება” არ უხსენებია. 

იტვირთბა....