აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უკრაინამ სამშობლოში 10 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ სამშობლოში 10 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკის ცნობით, გათავისუფლებული სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან.

„დღეს, გაცვლის სპეციალური ეტაპის ფარგლებში, ჩვენს 10 მებრძოლს ვაბრუნებთ – ბელარუსის მეშვეობით. ისინი ქვეყანას დონეცკის ოლქში იცავდნენ. ყველა მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა“, – წერს ზელენსკი X-ზე.

იტვირთბა....