აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, ენდი ბერნემი ჩავიდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, ენდი ბერნემი ჩავიდა. ეს არის მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.

“დიდი ბრიტანეთი დღეს თქვენს გვერდით დგას და თქვენს გვერდით იქნება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება” – მიმართა ბერნემმა უკრანიელ ხალხს, კიევში ჩასვლის შემდეგ. მან დღეს უკრაინის პარტნიორი ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად, პატივი მიაგო რუსული აგრესიის შედეგად ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას.

კიევში იმყოფებიან სხვა ევროპელი ლიდერებიც – ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი და ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი ლუკ ფრიდენი.

იტვირთბა....