გვაინ ღამით სანქტ-პეტერბურგიდან თბილისისკენ მომავალმა Azimuth Airlines-ის თვითმფრინავმა საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გაააქტიურა – ამის შესახებ ცნობილი ხდება Flightradar-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ირკვევა, რომ თვითმფრინავმა გაააქტიურა 7700 კოდი, რაც სწორედ საგანგებო სიტუაციას ან ტექნიკურ პრობლემას ნიშნავს
ცნობილია, რომ აღნიშნულ Sukhoi Superjet 100-95-ს 103 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. თვითმფრინავმა აფრენა 2 საათითა და 24 წუთით დააგვიანა

