“მოწინააღმდეგის ზურგის ოპერატიულ სიღრმეში, უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტებმა“ [დრონებმა] 24 აგვისტოს ღამეს შედეგიანად დაამუშავეს მტრის 66 სამიზნე. მგრძნობიარე სამიზნეებს შორის არის კიდევ ერთი МіГ-29 [დასახლებული პუნქტი დოლოტინკა, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია] და რადიოლოკაციური სადგურის ოთხი კომპლექსი: Каста-2е2-ის 2 ერთეული, РЛС Небо-СВ (ყველა რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში) და რადიოლოკაციური სადგური СТ-68 [დასახლებული პუნქტი როზდოლნოე, ყირიმი].
ასევე დამუშავდა და განადგურდა სპეცდანიშნულების რაზმ „სობრის“ ბუდე დასახლებულ პუნქტ სტრელკოვეში [ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორია], მთელი რიგი ენერგოკვანძები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ფლოტის ორი ხომალდი შავ ზღვაში. იწვოდა მოწინააღმდეგის 11 საბრძოლო მასალის მიწოდების პუნქტი ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე…
გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ გავძლებთ, მოსკოვი დაეცემა” – წერს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი

