“70-მა საბჭოთა წელმა ვერ წაშალა ჩვენი ხალხის მეხსიერება, იმის შესახებ, თუ რომელი დროშაა ნამდვილი თითოეული ჩვენგანისთვის” – ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს.
„70-მა საბჭოთა წელმა ვერ წაშალა ჩვენი ხალხის მეხსიერება, იმის შესახებ, თუ რომელი დროშაა ნამდვილი თითოეული ჩვენგანისთვის, ყველა უკრაინელისთვის. ამ სახელმწიფო სიმბოლოს შესახებ ცოდნას კაზაკების ეპოქიდან და უკრაინის სახალხო რესპუბლიკიდან უფრთხილდებოდნენ სწორედ 1991 წლის იმ დღემდე, როდესაც შეუძლებელი იყო ის, რაც დღეს ნორმაა და თითქმის ყველას აქვს უკრაინული დროშა სახლში. 35 წლის წინ კი შეუძლებელი იყო ნებისმიერ მაღაზიაში შესვლა და ჩვენი დროშის შეძენა. მას ხელით კერავდნენ. ჯერ ლურჯ ქსოვილს ვერ შოულობდნენ, მერე არსად იყო ყვითელი ტილო, ხოლო როცა ყველაფერი იპოვეს, ამ დროშას ღამით კერავდნენ. ღამით, იატაკქვეშეთში, დასჯის მუქარის ქვეშ.
ჩვენი სახელმწიფო დროშა – ჩვენი ძალისა და სულისკვეთების ლურჯ-ყვითელი წყარო – მუდამ ჩვენთანაა. ცხოვრების ყველა უმნიშვნელოვანეს წუთში. მძიმე და სასიხარულო, ბედნიერებისა და ტკივილის წუთებში, ფრონტზე ბრძოლებში, ტყვეობაში, დროებით ოკუპაციაში და იმ დროს, როდესაც უკრაინა იბრუნებს საკუთარს, როდესაც ჩვენი ხალხი გათავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში ხვდება თავის მეომრებს – მადლიერების სიტყვებით, ბედნიერების ცრემლებით სავსე თვალებით და სწორედ ამ დროშით. ის ჩვენთანაა უკრაინის ყველა გამარჯვების მომენტში. დაე, მათგან მთავარი ჩვენს მიწაზე მშვიდობის გამარჯვება გახდეს!
დიდება ყველას, ვინც იცავს სახელმწიფო დროშას! მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც ეს სიცოცხლის ფასად გააკეთა. პატივი და დიდება უკრაინულ ჯარსა და მთელ ჩვენს ხალხს! დიდება უკრაინას!“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში უკრაინის სახელმწიფო დროში დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელსაც ევროპელი ლიდერებიც ესწრებიან” – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

