გასულ წელს ბერლინთან ახლოს, ტყეში აღმოჩენილი იარაღის სამალავი რუსეთის დავალებით მკვლელობების განსახორციელებლად იყო განკუთვნილი – ინფორმაციას BBC გერმანიის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ ფედერალური პროკურორები რუმინეთში იძიებენ ეჭვმიტანილის საქმეს ჯაშუშობისა და „სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი ძალადობის სერიოზული აქტის მომზადების“ ეჭვის საფუძველზე.
თვეების განმავლობაში უსაფრთხოების სამსახურები აფრთხილებდნენ, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურები გერმანიაში მკვლელობებს გეგმავენ, რომელთა სამიზნეც, შესაძლოა, თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელები ან ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციონერები იყვნენ. დობრინდტის თქმით, გასული წლის ოქტომბერში გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ბერლინის გარეუბანში, ტყეში არსებული იარაღის შესაძლო სამალავის შესახებ.
ოფიციალურმა პირებმა სამალავს ბერლინის სახელმწიფო პოლიციის დახმარებით მიაგნეს და იქ ორი პისტოლეტი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. გერმანიის უსაფრთხოების უწყებები ეჭვობენ, რომ აღმოჩენილი იარაღი და საბრძოლო მასალა თავდასხმებში გამოსაყენებლად იყო გამიზნული. გერმანული ყოველდღიური გაზეთის, Süddeutsche Zeitung-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლების, NDR-ისა და WDR-ის ცნობით, სამალავი მოსკოვის დავალებით მიზანმიმართული მკვლელობების ხელშესაწყობად იყო გამიზნული.
დობრინდტმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც იარაღი გამოუსადეგარი გახადეს, სამალავზე თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მეთვალყურეობა, თუმცა მასთან არავინ მისულა – „ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ ჩვენ საფრთხის მაღალი დონის პირობებში ვმუშაობთ

