ანექსირებულ ყირიმში მეორე მსხვილი ლოგისტიკური ჰაბი – საბითუმო-სადისტრიბუციო ცენტრი ПУД განადგურდა – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიზანული მოძრაობა „ატეში“ ავრცელებს.
„ატეშის“ ცნობით, დღეისათვის ყირიმის 5 უმსხვილესი სასაწყობე კომპლექსიდან – ორი მწყობრიდანაა გამოსული. „ПУД“-ის ჰაბამდე, ცოტა ხნით ადრე, განადგურდა სიმფეროპოლში მდებარე Wildberries-ის დასახარისხებელი ცენტრი. პარტიზანები ხაზს უსვამენ, რომ რუსული არმიის სამხრეთ დაჯგუფების ირგვლივ ლოგისტიკური მარყუჟი სულ უფრო ვიწროვდება.
„ყურადღება მშვიდობიან მოსახლეობას: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიმფეროპოლისა და ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს, მაქსიმალურად შორს დაიჭირონ თავი კომპანიების IC Logistics-ისა და Почта России-ს ობიექტებისგან, ასევე ნებისმიერი სხვა მსხვილი სასაწყობე ზონისგან. ოკუპანტები კვლავ აგრძელებენ მშვიდობიან ინფრასტრუქტურას ამოფარებას და მას სამიზნედ აქცევენ.“ – წერს პარტიზანული მოძრაობა „ატეში“.

