არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა. ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსპიკერი, აფრა ალ ჰამელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია რეგიონული ესკალაციების ფონით, რომელიც ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

