ქუთაისში „კოტონის“ მაღაზია გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში რამდენიმე გოგონამ ტანსაცმელებს დამცავი სამარკო ნიშნები მოაჭრეს და მაღაზიიდან ისე გაიტანეს.
შსს აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიკითხა რამდენიმე პირი.